რა არის მანქანის დითეილინგი?

ავტორი admin
59 ნახვა

მანქანის დითეილინგ კულტურა საქართველოში არც თუ ისე დიდი ხანია შემოვიდა, იგი გულისხმობს მანქანის რეგულარულად, სისტემატიურად მოვლას, რომ შევუნარჩუნოთ მაქსიმალურად კარგი სიხასე და ახლის იერი, ხშირად დითეილინგ მოვლით მანქანა გამოიყურება უფრო კარგად ვიდრე ის იყო ქარხნული.  

მანქანის დითეილინგი არის ხელოვნება, ფილოსოფია, მანქანის მოვლის, რესტავრაცის,  რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდი ექპერტიზას, სიზუსტესა და შრომას, სწორად შერჩეულ ტექნიკასა და მანქანის მოვლის საშუალებებს. იგი დიდად  განსხვავდება ჩვეულებრივი რეცხვისა და შიდა წმენდის მომსახურებისგან.           

დითეილინგი არის მეტი ვიდრე უბრალოდ რეცხვისა და წმენდის პროცესი, იგი არის სისტემატიური  მიდგომა მეთოდებით, პროდუქტებით, რომელიც იცავს   მანქანას დაზიანებებისგან რომელიც გარემო პირობებისგან ადგება, როგორიცა: ჭუჭყი/ტალახი, მზის გამოსხივება, მჟავა წვიმა, ხის წებო და ა.შ. სწორედ შესაბამისი მიდგომა, მოვლა და რესტავრაცია უნარჩუნებს  წლების  მანქანას,  ინტერიერსა და ექტერიერს ისეთ სახე ,რომ თითქოს ახალი გამოსულია ცენტრიდან, რაც შესაბამისად ზრდის მანქანის რეალიზაცის ფასს.ეს პროცესი მოითხოვს მეთოდის, აპარატურისა და მოვლის საშუალების თანმიმდევრულ ცოდნასა და შერჩევას.

დითეილინგი  საბაზისოდ იყოფა ორ ჯგუფარდ, ეს არის ინტერიერი და ექსტერიერი  ანუ გარე და შიდა მხარე. 

ექსტერიერის დითეილინგი  გულისხმობს წმენდას, ყველა  ხილვადი და უხილავი ჭუჭყის მოხსნას, პოლირებას რის შედეგადაც იხსნება მაქსიმალურად ყველა ლაქა და ნაკაწრი მანქანის ზედაპირიდან, უბრუნებს  სარკისებულ ეფექტს და მანქანა გამოიყურება უკეთესად ვიდრე იყო სალონიდან გამოსვლისას, შემდეგ კერამიკულ საფარს და დამცავ ფირს რომელიც  უადვილებს მანქანის მფლობელს მოვლასა და იმ ეფექტს რომელიც ჰქონდა პოლირების დროს უხანგრძლივებს წლების მანძილზე.   ამ დროს გამოიყენება პროდუქცის, აპარატურის დიდი ასორტიმენტი, დამოკიდებულია იმაზე თუ რა  მანქანა, როგორი მდგომარეობაა და რა სჭირდება მომხმარებლს.

ინტერიერის დითეილინგი

რაც შეეხება ინტერიერის დითეილინგის აქაც საკმაოდ კომპლექსურად გვაქვს საქმე, რადგან მანქანის შიდა მხარე ბოლოს 50 წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა და რთული გახდა, დაემატა ტყავი, ტყავის შემცვლელი, პლასმასი, სინთეთიკური ნაწილები, ნოხი, ძვირფასი მატერია და ა.შ. ყველა დეტალს გაწმენდასა და მოვლას ერთი მიდგომით და მანქანის მოვლის საშუალები ვერ ხერხდება, წინაღმდეგ შემთხვევაში დაზიანებდა რომელიმე ნაწილი, განსაუკთრებით ტყავის ფუჭდება რომელიც ერთ-ერთი ძვირიანი ელემენტია მანქანის სალონში, ამიტომ მას სჭირდება სპეციალური, დაბალი მჟავიანობის, ტყავის საწმენდი, შემდეგ დამარბილებლით და დამცავით დამუშავება, რომ ტყავი იყოს როგორც ახალი და წლების მანძილზე გამოიყურებოდეს კარგად.

თუ გაინტერესებთ ეს სფერო და გინდათ მეტი გაიგეოთ შემოგვიერთდით ჩვენს  იუთუბ არხზე სადაც საკმაოდ საინტერესო ვიდეობი გელოდეიბათ.

მსგავსი სიახლე

დარეკვა