რომელი დითეილინგ სერვისები უნდა ჩაუტარდეს ახალ ავტომობილს.

ავტორი admin
229 ნახვა

ახალი ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის დაცვა:

როდესაც ავტომობილს ვყიდულობთ უნდა ვიცოდეთ რომ ყველაფერი, გარემო პირობები: მზე, ტალახი, მარილები, მჟავა წვიმები, ხის წებო, სამრეცხაოს სოდა და ა.შ, აყენებენ ზიანს ჩვენს ავტომობილს და აკარგვინებენ კოსმეტიკურ სახეს, რაც ბოლოს მანქანის შესახედაობის გაუარესებასა და ღირებულების დაგდებას იწვევს.

დამცავი ფირის გადაკვრა ავტომობილზე:

ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი არის პოლიურეთანის ფირის გადაკვრა ავტომობილს, რომელიც არის საუკეთესო დაცვის საშუალება, მისი გადაკვრით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად რომ ავტომობილს წლების განმავლობაში 7-10 წლამდე, იქნება ისეთი როოგრიც იყო ახლის ყიდვის დროს და დითეილინგ სერვისების შესრუელბის დრო. ის იცავს ნაკაწრებისგან, ნაკენწრებისგან, გადახუნებისგან, ადვილდება მანქანის მოვლა, ადვილად ირეცხება და იწმინდება, ვერ აზიანებს მჟავა და არ ნაკლებად იკარებს წებოსა და სხვა სახის რეაგენტებს. ასეთი სახით თქვენ დაიცავთ თქვენს ინვესტიციას, ივლით მანქანით რომელსაც ექნება გამორჩეული მბიზნვარება, მოუვლით მანქანას მარტივად და საბოლო ჯამში შენარჩუნდება როგორც ახალი და გაყიდვის დროს არ ექნება სარეალიზაციო ფასი დავარდნილი .

ფარებზე დამცავი ფირის გადაკვრა:

სპეციალისტების აზრით ყველაზე მინიმუმი რაც შეიძლება გაკეთდეს ეს არის ფარებზე დამცავი ფირის გადაკვრა, რად ფარებს უწევთ ბევრი წიანღობის გადახლავა: ქვაღორღთან, მარილთან და ქიმიურ რეაგენტებთან. რაც იწვევს იმას რომ ფარები იხაზება, იბურება და კარგავს თავის სახეს, შემდეგ უაცილებელი ხდება აღნიშნული პოლირება ერთხელ ორჯერ და საბოლოს იკარგება დამცავი ფენა ფარზე, მცირდება ოპტიკა და ნათება რაც რათქმაუნდა ფარის მდგომარეობასა და ღირებულებას აკარგვიენბს. ძალიან ბევრი ავტომობილზე ფარების შეცვლა არის საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯი, ამიტომ ამისთის საჭიროა რომ დავიცვათ ჩვენი მანქანის ფარების ფირით დაიცავს ნახაზებისგან და შეინარჩუნებს წლების მანძილზე იდეალურ სახეს.

წინა შუშის(“ლაბავოის”) ბრონირებება ანუ დამცავი ფირის გადაკვრა

ხშირია სიტუაცია როდესა წინა ხედვის შუშაზე ჩნდება დიდი ნაკაწრები, ბზარები რომელსაც იწვევს დიდი სისწრაფით მოხვედრილი, ქვიშა, კენჭი და ხშირად ქვაც, რის გამოც აუცილებელია შუშის შეცვლა. შუშა როგორც ფარი ბევრი ავტომწარმოებლებისა ღირს საკმაოდ ძვირი, რისგ გამოც მანქანის მფლობელები იმის გამო რომ, დაზოგონ დრო, ფული და ნერვები, იღებენ გადაწყვეტილება რომ გადაკრან დამცავი ფირი წინა ხედვის შუშაზე.

კერამიკული საფარით,(ნანო კერამიკით) დაცვა მანქანის ზედაპირის

საკმაოდ დიდი მითქმა მოთქმა მიმდინარეობს მანქანის კერამიკულ საფარზე და ბევრი არასწორის ინფორმაციაც ვრცელდება, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ კერამიკული საფარი100% ვერ იცავს ნაკაწრებისგან ის მხოლოდ დაიცავს მიკრო ნაკაწრებისგან, მაგრამ მისი ბენეფიტები აქ არ მთავრდება, მისი გაკეთებით ჩვენ მანქანას დავიცავთ ზამთარში მარილისგან და ქიმიური რეაგნტებისგან და ზაფხულში, ბითუმისგან, წებოსგან და ჩითის ექპრემენტებისგან, ასევე ადვილდბ მანქანის მოვლა რადგან აქვს ჰიდროფობილი ეფექტი, არ იკარებს წყალსა და ცხიმებს, ირეცხება იშვითად მალე და შრება ადვილად.

მანქანის მონიტორებისა და მბზინვარე ნაწილების დაცვა სალონში:

ეკრანი, კონსოლი და მბზინვარე დეტალები მაქნანის სალონში იძლევა დათებით ემოციებს და სიამოვნებს თვალს. მანამ სანამ ისინი არ დაიწყებენ დაკაწვრას, დამუქებას და იერის დაკარგვას. ეს რომ არ მოხდეს არსებობს შესაბამისი მომსახურებას სალონის დეტალებზე დამცავი ფირის გადაკვრა რაც დაიცავს ასეთი შეთხვევებისგან და ასევე არის მომნტები როდესაც მძღოლებს არ უყვართ როდესაც თითის ანაბეჭდები რჩება მონიტორსა და მბზინვარე დეტალებზე რაც ფირის შემთხვევაში გამორიცხულია.

მანქანის ინტერიერი(სალონის დაცვა)

მანქანის ინტერიერში ბოლო 50 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, დამეტა: ტყავი, ტყავის შეჩვლელი, ალკანტარა, ნოხი, პლასმასი დეტალები და ა.შ. ერთ-ერთი ღირებული დეტალი არის ტყავი რომელიც არის ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება სწორი წმენდა, დარბილება და დაცვა, განსაკუთრებით თუ არის თეთრი ან ნათელი ფერი, რომელიც პირველ ჩაჯდომაზეც კი იღებთ თანსაცლიდან ფერს და იხაზება კიდეც, რაც საბოლო ჯამში აკარგვინებ ის ესთეტიკურ სახეც რაც ჰქონდა მას. ამ შემთხვევაში საჭიროა დითეილინგ სალონის წმენდა და დაცვა რაც გამორიცხავს შემდგომში ავტომობილს ტყავისა და დაცულის დეტალების ფერის დაკარგვას და გაფუჭებას.

დითეილინგი არის მანქანის მოვლა, რესტავრაცია და ქარხნულ ან უკეთს მდგომარეობმდე მიყვანა, ბევრ ქვეყნებში ის ისეა განვითარებული როგორ ადამიანისთვის ელემენტარული ჰიგიენური კულტურა. თუ გაინტერესებთ მანქანის მოვლა, გიყვართ მანქანები გამოგვყევით ჩვენ იუთუბ არხსა და ბლოგზე, გაგიზიარებთ ბევრ საინტერესო რჩევას, გაჩვენებთ იმ ადამიანებს რომლეთაც დითეილინგი აქვთ სისხლში და ამით ცხოვრობენ.

მსგავსი სიახლე

დარეკვა